ექსპერტი გია აბაშიძე-პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც კერძოდ, აღნიშნულია: უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი; სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია.უკრაინაში ომის დაუშვებლობაზე საუბრობს მთელი დემოკრატიული სამყარო.
უკრაინაში საომარი მოქმედებების გაჩაღებაზე ოცნებობს უკრაინის მოქალაქე, პატიმარი სააკაშვილი და მისი ფსევდოდასავლური სექტა.
ეს კი, კიდევ ერთხელ ნათლად უჩვენებს, რომ “ნაციონალური მოძრობის” ხელისუფლებაში მობრუნება დაუშვებელია (და არც არასდროს მოხდება), რადგან ამ ტოტალიტარულ სექტას ომის, არეულობისა და მავნებლური დესტრუქციის გარდა, სხვა ვერაფერი know-how გააჩნია.