fbpx

უკრაინელი დეპუტატების მხრიდან იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ აფრიალებულიყო მხოლოდ იმ ქვეყნის დროშები, რომლებმაც სამხედრო ძალით აღმოუჩინეს დახმარება უკრაინას-დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი: უკრაინელი დეპუტატების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, აფრიალებულიყო მხოლოდ იმ ქვეყნების სახელმწიფო დროშები – ვინც სამხედრო ძალით აღმოუჩინეს დახმარება უკრაინას “დარბაზში ქართველებთან ერთად იმყოფებოდნენ საფრანგეთის, მოლდოვას და სხვა სახელმწიფოების მაღალი რანგის დეპუტატები, რომლებსაც ამ ეტაპზე სამხედრო ტიპის დახმარება ქვეყნისთვის არ გაუწევიათ. შესაბამისად, არც მათი დროშები გაშლილა სხდომათა დარბაზში”- ექსპერტი დავით ქართველიშვილი აზიარებს ნიკა მელიას ფეისბუქ პოსტს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს იმის გამო, რომ უკრაინის რადას სხდომაზე საქართველოს დროშა წარმოდგენილი არ ყოფილა. როგორც ექსპერტი წერს ნიკა მელია ცრუობს და აღნიშნავს, რომ უკრაინის რადას სხდომას ესწრებოდა ყველა მეგობარი ქვეყანის წარმომადგენელი. მისი თქმით უკრაინელი დეპუტატების მხრიდან იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ აფრიალებულიყო მხოლოდ იმ ქვეყნის დროშები, რომლებმაც სამხედრო ძალით აღმოუჩინეს დახმარება უკრაინას. “ამჟამად უკვე ნაცმოძრაობის ე.წ. თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას მორიგი გამაოგნებელი, თუმცა მოსალოდნელი ფეიკი, სიცრუე, ცილისწამება! უკრაინის რადას დღევანდელ სხდომას ესწრებოდა ამ ქვეყნის მხარდამჭერი ყველა მეგობარი სახელმწიფოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს დესპანი უკრაინაში – ლევან წურწუმია. სამწუხაროდ, კოვიდინფიცირებული ელჩი გიორგი ზაქარაშვილი იმყოფებოდა სამკურნალო იზოლაციაში, მაგრამ საქართველოს დელეგაცია სათანადო დონეზე იყო წარმოდგენილი. სხდომის მიმდინარეობის დროს, უკრაინელი დეპუტატების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, სხდომათა დარბაზში განსაკუთრებული მადლიერების ნიშნად აფრიალებულიყო მხოლოდ იმ ქვეყნების სახელმწიფო დროშები – ვინც სამხედრო ძალით აღმოუჩინეს დახმარება უკრაინას. მაგალითისთვის – დარბაზში ქართველებთან ერთად იმყოფებოდნენ საფრანგეთის, მოლდოვას და სხვა სახელმწიფოების მაღალი რანგის დეპუტატები, რომლებსაც ამ ეტაპზე სამხედრო ტიპის დახმარება ქვეყნისთვის არ გაუწევიათ. შესაბამისად, არც მათი დროშები გაშლილა სხდომათა დარბაზში. ბოღმა ახჩობს, ხოლო მუდმივ სიცრუეში ყოფნა – ენისა და ხორხის კიბოს იწვევს!”- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება