fbpx

აშშ-ის რამდენიმე შტატში კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების ნაწილი მოიხსნა.

აშშ-ის რამდენიმე შტატში კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების ნაწილი მოიხსნა. ჯორჯიის, ოკლაჰომისა და ალასკის შტატებში მაღაზიების ნაწილი, სილამაზის სალონები და სპა ცენტრები გაიხსნა. ამასთან, ალასკაში დასაშვები გახდა რესტორნების გახსნაც. აღნიშნული შტატების მოსახლეობა ვალდებულია ახლად გახსნილ ობიექტებზე ყოფნის დროს დისტანცია და ჰიგიენური ნორმები დაიცვას.

შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეტაპობრივად ქვეყანაში ეკონომიკური ცხოვრება უნდა აღდგეს და შეზღუდვების ნაწილი უნდა მოიხსნას. აღსანიშნავია, რომ ტრამპის განცხადებას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კრიტიკა მოჰყვა. მათი თქმით, შეზღუდვების მოხსნამ შესაძლოა, ქვეყანაში ვირუსის გავრცელება უკონტროლო გახადოს.

ბოლო მონაცმეებით, აშშ-ში კორონავირუსი 925 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ვირუსს 52 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება