fbpx

მე რუსეთთან მშვიდობის აბსოლუტური მომხრე ვარ-მიხეილ სააკაშვილი

„მე რუსეთთან მშვიდობის აბსოლუტური მომხრე ვარ. ის ფაქტი, რომ ზელენსკიმ ჩემი კანდიდატურა წარადგინა, იმაზე მეტყველებს, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას. რასაც ეს ორი დღეა ვუყურებ, რუსულ მედიაში სრული ისტერია სუფევს და პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს იცის. თუ ეს ნაბიჯი გადადგა, ეს ნიშნავს, რომ მას ესმის, რომ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელსაც დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლება აქვს. არავინ არის რუსეთთან მშვიდობის წინააღმდეგ. მე სრულად ვუჭერ მხარს რუსეთთან მშვიდობას, თუმცა არსებობს სხვადასხვა პირობები, რომლითაც ამის მიღწევა შეიძლება. ახლა ეს არც თუ ისე მარტივია.“

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება