სახელმწიფო უსფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე იოსებ გოგაშვილი ეხმიანება ბოლოდროინდელ მოვლენებს, კერძოდ ნიკა გვარამიას მიერ გამოქვეყნებულ მასალებს-
სოსო გოგაშვილი-არ ვაპირებდი რეაგირებას ვიღაც “პ.კ. – დ.ჩ”- ს შესრულებულ სტანდარტულ დავალებაზე, მაგრამ ცენტრალიზირებული დავალება ჩაგიშლიათ და “მესიჯბოქსიც” მზადაა. გასაგებია ჩემთვის ყველაფერი, ანუ დაიწყეთ დაპლьური თამაშები
ხოდა გეკითხებით: თუ გვარამიამ, რაც წაიკითხა ეგ მისი ნაბოდვარია და შეთხზული, მაშინ გოგაშვილი შუამავლებით რაღას აწვდის მას?
თუ მე მას მართლა მივაწოდეინფორმაცია,რაშიც ბრალს მდებთ, ესეიგი გამოდის, რომ რაც წაიკითხა ყველაფერი მართალი ყოფილა?
მაშინ, თუ ასეა დაიწყეთ გამოძიება, დაკითხეთ ყველა,თუ მაგრები ხართდაადგინეთ და დასაჯეთ დამნაშავე! მაგრამ საცერივით გაგიხდათ უწყება, ვეღარ იცავთ შიდა უსაფრთხოებას და ეგ არ გინდათ აღიაროთ.
ჯერ სად ხართრას დაამსგავსეთ ყველაზე მთავარი სამსახური, ან ვის ხელში ჩააგდეთ? პ.ს. მე, თუ პირადად რამის გაკეთება გადავწყვიტე, ამას ვერავინ დამიშლის, ღიად გავაკეთებ და ხმამაღლა ვიტყვი
ნებისმიერ მედიასთან, ვინც სიმართლეს არ დამიკარგავს. ადრეც მითქვამს, კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი, სამხილებელი და მოსათხოვი.
რა შუამავალი, რის შუამავალი:)) Я не буду грузиться, заканчивай бурить и варганку крутить ასე რომ, გირჩევთ ნუ გაიბანძებთ თავს მდარე ხარისხის “დეზით”. რეალურ საფრთხეებზე და გამოწვევებზე ამუშავეთ პროფესიონალები, ვინც შეგრჩათ მანდ
პ.პ.ს.ხო და კიდევ ერთი, როგორც ალალმართალი ქიზიყელი ჩემდათავად ამაი ვიტყვი: მაშ მტყუნის დედას შესცა ზოლიანმა ვირმა, რაც მე არ მიმიცია