fbpx

გიორგი ყუფარაძის ოფისში ,,სუსი,,შევიდა და საგამოძიებლო მოქმედებებს ატარებენ

 სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრიის ოფისში სუსი შევიდა,რასაც არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ყუფარაძე ადასტურებს-

გიორგი ყუფარაძე

 · სუსი შემოვიდა ჩვენს ოფისში,პეკინის 37 !!!! – სუსმა კი რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა=

როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელ პერიოდში გახშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ფაქტები, რაც ცალსახად წარმოადგენს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის დარღვევის ფაქტს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება. ამჟამად საქმეზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე პირთა გამოვლენის, სამართლებრივი რეაგირებისა და შემდგომში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გახმაურების პრევენციის მიზნით.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებას გულისხმობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება