კურიერის“ ექსლუზიური ინფორმაციით, სამართალდამცველები შევიდნენ და ჩხრეკას ატარებენ გურამ ფალავანდიშვილის საცხოვრებელ სახლსა და ოფისებში.
ჩხრეკა მიმდინარეობს, ასევე, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის ბინაში.
„კურიერისვე“ ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული კონსტანტინე მორგოშიას საცხოვრებელ სახლშიც.