“ნამახვანჰესის” პროექტის შესახებ:(კომპენსაციები)278 ოჯახის მიწა არის მოქცეული პროექტის ზემოქმედების არეალში.
277 ოჯახთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. აქედან დაახლოებით 40%-ს ჰქონდა მიწა ე.წ. ტრადიციულ მფლობელობაში-ანუ არ ჰქონდათ არანაირი საბუთი, თუმცა მოკვლევა ჩატარდა და მეზობლების და გამგებლების დასტურის საფუძველზე მათ ისევე დაუკომპენსირდა მიწები, როგორც იურიდიული საბუთის მქონე ოჯახებს.
278 ოჯახიდან დაახლოებით 260 ოჯახმა მიიღო კომპენსაცია. დარჩენილი ოჯახები გადიან ფორმალურ პროცედურებს.
ამ მომენტისთვის კომპენსაციების სახით გაცემულია 30 მილიონი ლარი.