fbpx

ნამოხვანჰესის აქციის აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ცოტა ხნის წინ რიონის ხეობაში ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებსა და აჭარიდან ჩასულ რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა.

საუბარია მოჭიდავე ფირუზ წულუკიძესა და მასთან ერთად აჭარიდან ჩასულ რამდენიმე პირზე, რომელთა ყოფნა აქციაზე ადგილობრივმა აქტივისტებმა გააპროტესტეს.

„ვუთხარი, ეს პოლიტიკური აქცია არაა და თქვენ წარმოადგენთ კონკრეტულ პარტიასთქო, ნაცმოძრაობას. გარდა ამისა, ჩვენ აქ მეჩეთის აშენებას არ ვითხოვთთქო. ამის თქმა იყო და სამ კაცს ოცი კაცი დაგვესხა თავს, რამდენიმემ თავის არეში დაზიანება მიიღო”, – ყვება ერთ-ერთი დაზარალებული ავთანდილ ახვლედიანი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება