მონტენეგროს კონსტიტუციაში შემოთავაზებული ერთ-ერთი შესწორება პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების ვეტინგს ითვალისწინებს. დაგეგმილ ცვლილებებს ქვეყანაში მძაფრი კრიტიკა მოჰყვა

იდეა კი არა, მისი განხორციელების ფორმა და შემმოწმებელი ორგანოს უფლებამოსილებებია. გოგიჩი მიიჩნევს, რომ აუცილებელია წინასწარ განისაზღვროს, კონკრეტულად რას გულისხმობს კეთილსინდისიერება, რა ობიექტური კრიტერიუმებით უნდა შეფასდნენ კანდიდატები და ვის ექნება ამ პროცესზე კონტროლის უფლება.

ყოფილი მოსამართლე ასევე სვამს კითხვას, რამდენად შეესაბამება დემოკრატიულ პრინციპებს ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელიც არჩეული პოლიტიკური წარმომადგენლების გადაწყვეტილებასა და მთავრობის ფორმირებას შორის დამატებით ინსტიტუციურ ბარიერს წარმოქმნის. მისივე შეფასებით, გაუგებარია, რატომ უნდა ვრცელდებოდეს კეთილსინდისიერების შემოწმების ახალი კონსტიტუციური სტანდარტი მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებზე და არა მოსამართლეებსა და პროკურორებზე.

საკითხს ეხმაურება მონტენეგროს სამოქალაქო განათლების ცენტრიც (CCE). ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა პროგრამის კოორდინატორი ივან ვუკჩევიჩი ანალიტიკურ წერილში „ვინ გააკონტროლებს კეთილსინდისიერების შემმოწმებლებს?“ მიიჩნევს, რომ ასეთი მექანიზმის კონსტიტუციაში შეტანა არასწორია და მისი რეგულირება კანონმდებლობით უნდა მოხდეს.

ვუკჩევიჩის განცხადებით, ცვლილებების მომზადების პროცესში ადგილობრივი იურიდიული საზოგადოება სათანადოდ არ ჩართეს, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებების ტექსტი მოკლე პერიოდში სამჯერ შეიცვალა. მისი შეფასებით, ინიციატივა სათანადო საჯარო და პროფესიული განხილვის გარეშე მომზადდა.

ავტორი ასევე მიუთითებს GRECO-ს 2026 წლის რეკომენდაციებზე. მისი განმარტებით, ორგანიზაცია კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის მთავრობის შესახებ კანონპროექტში ასახვას ითხოვდა და არა მის კონსტიტუციურ დონეზე რეგულირებას. GRECO-ს მიზანი, ვუკჩევიჩის ინტერპრეტაციით, თანამდებობაზე დანიშვნამდე შესაძლო ინტერესთა კონფლიქტისა და მასთან დაკავშირებული რისკების გამოვლენაა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება