სავარაუდოდ ისევ და ისევ ან კითხვებზე პასუხის გაცემას თავს აარიდებენ, უსაგნო და უშინაარსო პასუხებით, ან ისევ ტყუილებს დაიწყებენ, ყოველი შემთხვევისთვის ჩვენ მივადევნებთ ამას თვალს და შემდგომ უკვე დასკვნითი სიტყვის ეტაპზე გვექნება შესაძლებლობა, რომ მათი ყოველი ტყუილი კიდევ ერთხელ ვამხილოთ.- განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.
კახიანის თქმით, ოპოზიცია ან თავს არიდებს კითხვებს ან იტყუება. ის შეეხო ნიკა გვარამიას განცხადებასაც, სადაც მან უარყო აქციების ძალადობრივი ხასიათი და განაცხადა, რომ ძალადობას ადგილი ჰქონდა მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში, ისიც პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის საპასუხოდ, თუმცა, კახიანის თქმით, საზოგადოებამ ყველაფერი თავის დროზე პირდაპირ ეთერში ნახა.
„როგორც მოგეხსენებათ, ახლა პროცესი მიმდინარეობს იმდაგვარად, რომ მოსამართლეები კითხვებს უსვამენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიან და ამასაც თავისი ახსნა აქვს მათ, რომ სიმართლე თქვან, სიმართლის თქმა გულისხმობს ჩვენი სარჩელის აღიარებას იმიტომ, რომ ჩვენი სარჩელი მთლიანად სიმართლეზე არის აგებული. ის ფაქტები, რაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ამიტომ მათ უწევთ ტყუილების თქმა, მაგრამ როგორც ჩანს იმასაც ვერ ათვითცნობიერებენ, რომ ეს ტყუილები შემდგომ, მათ ყველაფერი წინ დახვდებათ ,ჩვენ ძალიან წყნარად ვადევნებთ პროცესს თვალს, მოლოდინი მკითხეთ თქვენ და მოლოდინი იგივე მაქვს, სავარაუდოდ ისევ კითხვებზე პასუხის გაცემას თავს აარიდებენ, უსაგნო და უშინაარსო პასუხებით, ან ისევ ტყუილებს დაიწყებენ, ყოველი შემთხვევისთვის ჩვენ მივადევნებთ ამას თვალს და შემდგომ უკვე დასკვნითი სიტყვის ეტაპზე გვექნება შესაძლებლობა, რომ მათი ყოველი ტყუილი კიდევ ერთხელ ვამხილოთ.
ვახსენე, რომ ბევრ ტყუილს ამბობენ, მათ შორის, ეს ფაქტებიც სწორედ ამ ტყუილების გამოვლინება არის, მაგალითად „ლელომ“ პროცესზე თქვა, რომ მათ საქართველოსთვის არ მოუთხოვიათ, რუსეთს ორმხრივი სანქციები დაუდგინონ. ისინი მხოლოდ საერთაშორისო სანქციებზე მიერთებას მოითხოვდნენ, ვითომ ასეთი პოზიცია ჰქონდათ, რაც არათუ ტყუილი არის, არამედ მთელ საზოგადოებას ახსოვს, რომ ფაქტობრივად მთელი მათი პოლიტიკა, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინას შორის ომი დაიწყო, იყო აგებული იმაზე, რომ საქართველოს სთხოვდნენ ორმხრივი სანქციების დაწესებას და უფრო მეტიც, 2024 წლის წინასაარჩევნო პროგრამა მთლიანად ამაზე ჰქონდათ აგებული, რომ რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციების დადგენას მოითხოვდნენ. ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ საერთოდ უვიზო რეჟიმი უნდა გაუქმებულიყო, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა ძალიან მკაცრად უნდა გაკონტროლებულიყო, საერთოდ რუსული ნომრით მანქანების შემოსვლა საერთოდ აკრძალული იყო და ასე შემდეგ. უამრავ ორმხრივ სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნა ჰქონდათ მათ, ეს ახლა ამჯერად უარყვეს. უარყოფენ რატომ? იმიტომ, რომ ეს რომ აღიარონ, ეს იქნება ერთ-ერთი მომენტი რაზეც სწორედ ჩვენს სარჩელში არის მითითებული და ფაქტიურად ამ ნაწილში დაეთანხმებიან ისინი სასარჩელო მოთხოვნას. ასევე, რაც შეეხება ბატონ გვარამიას, ბატონმა გვარამიამაც ისაუბრა, ფაქტიურად მან უარყო, ის შემთხვევები რაც ჩვენ გვახსოვს, როდესაც ხდებოდა პარლამენტის შტურმით აღება, პარლამენტზე თავდასხმა, პოლიციელებზე თავდასხმა, ამ შემთხვევებს ბატონმა გვარამიამ უწოდა, რომ ეს არ იყო ძალადობრივი გამოვლინების შემთხვევებიო. ძალადობრივ გამოვლინებას საერთოდ არ ჰქონია ამ აქციაზე ადგილიო, მხოლოდ ცალკეული შემთხვევები იყო ძალადობისო. აი ასეთი პოზიცია ჰქონდა მას, და ისიც იმ ცალკეულ შემთხვევებში. პოლიციელები ძალადობდნენ ჯერ მოქალაქეებზე და საპასუხო მოქმედებები იყოო. აი დაახლოებით ასეთ განმარტებებს აკეთებენ ისინი იმ ფაქტებზე, რაც საზოგადოებისთვის არის ნათელი და ყველაფერი ცხადი, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებამ თავის დროზე პირდაპირ ეთერში ნახა. ასე რომ, ასეთი არაერთი ტყუილი ითქვა მთელი ამ პროცესის განმავლობაში და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა მათ წინ დახვდებათ.“- განაცხადა გიორგი კახიანმა.