თბილისი კონკურენციისა და მომხმარებლისუფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციასუმასპინძლებს – 20-ზე მეტი ქვეყნის 40-ზე მეტიუცხოელი დელეგატის მონაწილეობით

2026 წლის 19-20 ნოემბერს, თბილისში, კონკურენციისა დამომხმარებლის უფლებების დაცვის V  საერთაშორისოკონფერენცია გაიმართება. წლების განმავლობაში, კონფერენცია საერთაშორისო გამოცდილებისგაზიარების, პროფესიული დიალოგისა და სფეროსაქტუალურ გამოწვევებზე მსჯელობის მნიშვნელოვანპლატფორმად ჩამოყალიბდა. უკვე მეხუთე წელია, ღონისძიება საქართველოს კონკურენციისა დამომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA), საქართველოსეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგებისმარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი), დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისადა საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ერთობლივიორგანიზებით იმართება.

კონფერენცია თბილისში 20-ზე მეტი ქვეყნის 40-ზე მეტუცხოელ დელეგატს უმასპინძლებს და  გააერთიანებსკოლეგა უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მარეგულირებელი ორგანოების, საჯარო ინსტიტუტების, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორისწარმომადგენლებს. ყოველწლიური ღონისძიების მიზანიასაქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება, სფეროში არსებული მიღწევებისა და გამოწვევებისშესახებ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება დამომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმებისგაუმჯობესება.

კონფერენციას გახსნიან და მონაწილეებსმისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოსმთავრობის, საქართველოს პარლამენტისა დასაერთაშორისო ორგანიზაციების წამომადგენლები.

გახსნით სესიაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოსკონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე; ენერგეტიკისა დაწყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულიკომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია; საქართველოსეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა; დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისუფროსი დავით ონოფრიშვილი და საქართველოსკომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგაგულორდავა. 

კონფერენციის ფარგლებში, ადგილობრივი დასაერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, გაიმართება პანელური დისკუსიები, სადაც მონაწილეებიიმსჯელებენ მომხმარებელთა დაცვის გლობალურტენდენციებსა და რეგულირების თანამედროვემიდგომებზე; ფარმაცევტულ და სასურსათო ბაზრებზეკონკურენციასა და ხელმისაწვდომობაზე; კონცენტრაციების კონტროლზე; ონლაინ ბაზრებზემომხმარებელთა უფლებების დაცვაზე; კონკურენციისსამართლისა და სექტორული რეგულირებისურთიერთქმედებასა და კონკურენციის, ვაჭრობისა დაინდუსტრიული პოლიტიკის საკითხებზე.

დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს დასხვადასხვა ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებელთაუფლებების დაცვის უწყებების წარმომადგენლები, მათშორის, ლიეტუვის, თურქეთის, რუმინეთისა და საუდისარაბეთის უწყებების ხელმძღვანელი პირები, ასევესაერთაშორისო ექსპერტები. 

20 ნოემბერს კონფერენციის ფარგლებში მთავარიმოხსენებებით წარდგებიან ღონისძიების საპატიოსტუმარი ტერესა მორეირა – გაეროს ვაჭრობისა დაგანვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისადა მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ყოფილიხელმძღვანელი და იოანის ლიანოსი – ლონდონისუნივერსიტეტის კოლეჯის გლობალური კონკურენციისსამართლისა და საჯარო პოლიტიკის პროფესორი.

20 ნოემბერს, პანელური დისკუსიის – „კონკურენციისა დამომხმარებლის დაცვის ურთიერთკავშირი: ფასებისგამჭვირვალობა და ინფორმირებული არჩევანისასურსათო და საფინანსო ბაზრებზე“ – ფარგლებში, გაიმართება eKalata.gov.ge-სა და საბანკო ტარიფებისშედარების პორტალის პრეზენტაცია, რომლებსაც, შესაბამისად, ირაკლი ლექვინაძე – GCCA-ისთავმჯდომარე და ნატალია ჭყოიძე – საქართველოსეროვნული ბანკის საგადახდო სისტემებისდეპარტამენტის უფროსი წარადგენენ. აღნიშნულიპანელის მონაწილეა შოთა ბერეკაშვილი – საქართველოსპარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისთავმჯდომარე, დისკუსიას მოდერაციას გაუწევს გიორგიაბაშიშვილი – Business Insider Georgia-სა და Economic Forum Georgia-ს დამფუძნებელი. 

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონფერენციასაქართველოში კონკურენციისა და მომხმარებელთაუფლებების დაცვის პოლიტიკის 30 წლის იუბილესეძღვნება. 1996 წელს მიღებულმა კანონმა საფუძველიჩაუყარა ამ სფეროში სამართლებრივი დაცვისმექანიზმების განვითარებასა და პირველიანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნას.

შეგახსენებთ, რომ გასულ, 2025 წელს გამართულმა IV საერთაშორისო კონფერენციამ 350-ზე მეტ დელეგატს, 50-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო მომხსენებელსადა 18 ქვეყნის შესაბამისი უწყებების 40-ზე მეტწარმომადგენელს უმასპინძლა.

კონფერენციის დღის წესრიგისა და მომხსენებლებისშესახებ, დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომიაოფიციალურ ვებგვერდზე: www.ccc.gov.ge.

კონკურენციის დეპარტამენტი – მარიამ იზორია, 558209641

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება