სამტრედიის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება აქტიურად მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება. სოფელ კეთილაურში ბეტონის საფარიანი გზის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ და სოფელში არსებულ საჭიროებებს გაეცნენ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგზაო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებასა და ყოველდღიური პირობების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

„სამტრედიის მუნიციპალიტეტი 15 ადმინისტრაციულ ერთეულს, 48 სოფელს, ერთ დაბასა და ერთ ქალაქს მოიცავს. თხუთმეტივე ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრამდე მისასვლელი გზა კაპიტალურად არის მოწყობილი. ჩვენი ამოცანაა, ეტაპობრივად მოვაწესრიგოთ ყველა დასახლებამდე და ოჯახამდე მისასვლელი გზა. კეთილაურში მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განხილულ საჭიროებებსა და მათთვის მიცემულ დაპირებას პასუხობს. სოფლებში შიდა გზების მოწყობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, — აღნიშნა დავით ბახტაძემ.

მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. სამუშაოები ეტაპობრივად, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით გაგრძელდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება