კენჭისყრა დასრულდა – ცესკოს თავმჯდომარის ბრიფინგი

კენჭისყრის პროცესი დასრულდა. არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა, კონკურენტულ საარჩევნო გარემოში, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა. საარჩევნო უბნებზეკენჭისყრის პროცესი კანონმდებლობით დადგენილიპროცედურების შესაბამისად მიმდინარეობდა.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის თითოეული არჩევნები არის პასუხისმგებლობა, რომელიც მოითხოვს წინასწარ დაგეგმვას, ორგანიზებას და თითოეულ დეტალზე ყურადღების გამახვილებას, განურჩევლად იმისა, თუ რამდენ მუნიციპალიტეტსა და საარჩევნო უბანზე ტარდება. 

„დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ კვალიფიციური ადმინისტრირება არის სწორედ ის საფუძველი, რომელიც არჩევნების შეუფერხებლად და გამჭვირვალედ ჩატარებას უზრუნველყოფს.

ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 1 136, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51.06 პროცენტს შეადგენს. თითოეული არჩევნები, მათ შორის ადგილობრივი დონის შუალედური არჩევნები, მნიშვნელოვანია მოქალაქეთა მიერ საკუთარი საარჩევნო უფლების განხორციელების თვალსაზრისით და ამ პროცესში ამომრჩეველთა მონაწილეობა არჩევნების დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

შემაჯამებელი ოქმები პლანშეტების საშუალებით იგზავნება ცესკოში, იტვირთება და ხელმისაწვდომია ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენებამ, მათ შორის შემაჯამებელი ოქმების ელექტრონული ფორმით გადმოგზავნამ, კვლავ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ინფორმაციის ოპერატიულად მიღებასა და შედეგების საზოგადოებისთვის დროულად ხელმისაწვდომობას. ეს მიდგომა, თავის მხრივ, ხელს უწყობს პროცესის გამჭვირვალობისა და საჯაროობას.

საარჩევნო ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაშიუზრუნველყოფდა საზოგადოებისთვის ინფორმაციისდროულად მიწოდებას. ყველა საინფორმაციო ბრიფინგი უზრუნველყოფილი იყო სურდოთარგმანით. დილიდანმუშაობს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი, რომლის თანამშრომლებიოპერატიულად რეაგირებდნენ ყველა ზარსა დაშეტყობინებაზე.

მადლობას ვუხდით ამომრჩევლებს მონაწილეობისთვის და აქტიურობისთვის, ასევე არჩევნების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტებისწარმომადგენლებს, რომლებიც აკვირდებოდნენ პროცესის მიმდინარეობას და მედიას, რომელიც დღის განმავლობაში აქტიურად აშუქებდა არჩევნებს. და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა საარჩევნო ადმინისტრატორებს, რომლებმაც დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს და საკუთარი საქმიანობა პასუხისმგებლობითა და პროფესიულისტანდარტებით წარმართეს“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა. 

წინასწარ შედეგები:

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება