საზოგადოებაში სოციალური ფონის გაუმჯობესებისათვის გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი ქონების გადასახადის ზღვართან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებების თანახმად, ქონების გადასახადი მხოლოდ 100 ათასზე მეტი ლარის შემოსავლის მქონე პირებს შეეხებათ. როგორც ეკა სეფაშვილმა განაცხადა, ცვლილებები დაახლოებით 81 ათას ოჯახს შეეხება, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია. „საგადასახადო ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ეს ნიშნავს 22 მილიონი ლარის უკან ჩაბრუნებას ეკონომიკაში. ცვლილება ეხება დაახლოებით 81 ათას ოჯახს და მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზოგადოებაში სოციალური ფონის გაუმჯობესებისათვის,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.