აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ზაბახიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატთან, დავით შერაზადიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნონა რეხვიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ასევე, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა მემორიალთან ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
აღსანიშნავია, რომ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისგან ერთჯერადი ფულადი დახმარება მიიღეს.