ირაკლი კირცხალია – დაფინანსების 90%-ზე მეტი მოდიოდა 2-3 არასამთავრობო ორგანიზაციაზე, მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი იყო ეკა გიგაურის ორგანიზაცია

როდესაც კაპიტან გიგაურზე ვსაუბრობთ და მათ დებზე და ძმებზე, 2-3 არასამთავრობო ორგანიზაციაზე, არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების 90%-ზე მეტი მოდიოდა 2-3 არასამთავრობო ორგანიზაციაზე. მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი იყო ქალბატონი ეკას ორგანიზაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად მოხსენიებას.

კირცხალიას შეფასებით, გიგაური გარედან მიღებულ დავალებებს ასრულებს.

„არ დაგვავიწყდეს ISFED, როგორ ცდილობდნენ პირდაპირ არჩევნების შედეგებზე მოეხდინათ ზემოქმედება. როგორ ცდილობდნენ ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, „რუსულ კანონად“ მოენათლათ. ისინი არიან ერთ-ერთი დიდი აფიორის ავტორები ჩვენს ქვეყანაში. როდესაც ასეთ ფუჭ და არაფრისმთქმელ სახელებზე და გვარებზე გვაქვს საუბარი და შემდეგ მათს შიდა აგენტურულ ბატალიებზე – გიგაურს როდის უნდა ეღიარებინა სააკაშვილი პოლიტპატიმრად, მანამდე გვარამიასთვის უნდა დაეჭირა მხარი თუ მამუკა ხაზარაძისთვის, თუ გახარიაზე ეკეთებინა კარგი კომენტარები, არ დაგვავიწყდეს, რა დავალებაც მოსდით, ამ დავალებას ასრულებენ“, – განაცხადა კირცხალიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება