ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად „არემჯიში“ კომპანიის გარემოსდაცვით საქმიანობას გაეცნო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად „არემჯიში“ კომპანიის გარემოსდაცვით საქმიანობას გაეცნო

,,არემჯიმ“ ახალი მშრალი კუდების სანაყაროს პროექტი, ასევე, წყლის, ჰაერისა და ნიადაგის დაცვის მიმართულებით მიმდინარე სიახლეები წარადგინა. ახალი კუდსაცავის პროექტი მადნის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენების განთავსების თანამედროვე მეთოდზე გადასვლას ემსახურება.

კუდსაცავის ახალ ნაგებობაზე გამოყენებული იქნება მშრალი კუდების განთავსების ტექნოლოგია: მადნის გადამუშავების შედეგად მიღებული თხევადი მასა სპეციალურად აშენებულ საამქროში გაიფილტრება, რის შემდეგაც გაფილტრული მასალა მოწყობილ დამბაზე საფეხურებად განთავსდება.

ახალი ტექნოლოგია კუდების უფრო სტაბილურად განთავსების შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, კუდსაცავის ცალკეული მონაკვეთების გამწვანება და ეტაპობრივი რეკულტივაცია მისი ექსპლუატაციის პარალელურად იქნება შესაძლებელი. 

პროექტს წინ უძღოდა მრავალწლიანი კონსულტაციები უცხოელ სპეციალისტებთან. პროექტირების შემდეგ ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მოსამზადებელი და სამშენებლო სამუშაოები. აშენდა დამბა, წყლის შემგროვებელი ავზი, საჭირო ინფრასტრუქტურა და ფილტრაციის საამქრო. პროექტის განხორციელების გადაწყვეტილება კომპანიამ მნიშვნელოვანი საინვესტიციო ხარჯის მიუხედავად, მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით მიიღო.

პრეზენტაციას, ასევე, ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრები და ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი ესწრებოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება