ჟურნალისტი ნუკა არველაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის ინტერვიუს ეხმაურება ,რომელიც მან ტვ,,პირველს,, და ნოდარ მელაძეს მისცა-
ეს არ არის სპეკულაცია და რასაც დავწერ მხოლოდ იმიტომ რომ მიყვარს ჩემი ქვეყანა!!!ჯერ ვუსმინე და მერე წავიკითხე გოგაშვილის წერილი – წავიკითხე მისი მომხრეების წერილებიც და ერთი კითხვა მაქვს ჯერ – მაშინ როცა თურმე რაც ამ ქვეყანაში ინძრეოდა ყველაფერს უსმენდი და აკონტროლებდი რას აკეთებდი? მაშინ არ ხედავდი ამ პრობლემებს ? – აი მაგალითად კორუფციას? – მოსმენა სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება და ყველას კი არა 0.001% არ უსმენენ და ეგ რის საფუძველზე უსმენდი ყველას? შეიფერე და არ შეიცხადე როცა მელაძემ ეს გითხრა!! – ახსენი – რას ქვია ყველას უსმენდი!!!!- შემთხვევით თავად ამ გზით ხო არ დააგროვე ქონება? – არ დამიწყოთ ახლა კრედიტები და ზღაპრები!!!!
ვის ენამიოკებით და ემუქრები ტვ პირველთან ერთად – პირდაპირ რომ თქვა მაგის ვაჟკაცობა შეგრჩა? ‘ – არა მგონია
ვინც კაცად გაქცია, მხარში დაგიდგა და ნდობა გამოგიცხადა იმას ემუქრები? – გახარიასთან პრეტენზია არ გაქვს ‘ ეს ნათლად გამოჩნდა!!!- ივანიშვილს ერთი პირით აქებ და შენი მოკლე ჭკუით სამარეს უთხრი? – ვის ელაპარაკები ნამიოკებით და შენი ჭკუით უთვლი მესიჯებს? – გომელაურს, კალაძეს, კობახიძეს, ღარიბაშვილს, თუ ლილუაშვილს, რომელმაც თურმე თანამდებობა წაგართვა? – რომელია ამათგან კორუმპირებული იქნებ პირდაპირ თქვა?
ის რაც გუშინ როგორც უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ გააკეთა – არის სახელწიფო ინსტიტუტის ხელყოფა და ჩამოშლის მცდელობა
დღეს სრულიად საქართველო თანხმდება რამდენად დიდი შეცდომა იყავი!!!
რაის ახალი ძალა, რაის ახალი პარტია ან ვისთან ერთად ))) ვინ დაგარწმუნა რომ ეს შეგიძლია? – განსაკუთრებით მას მერე რაც კილაძე და მისი შვილი პინპონგს თამაშობენ შენით და ისე 2 წელი კი გაგიხანგრძლივეს – დილის მოსალმებებᲘთ –
ხო და კიდე იმათ ნუ აშინებ იმათ ვისაც გუშინ ფულს უხდიდი ‘ – ძალიან ბევრი გაქვს გაფუჭებული და ძალიან ბევრ ადამიანს ავნე!!!
ძალიან სამარცხვინოა!!! ‘ – ეგ არი რომ ხალხი დებილი გგონიათ იმათ ვინც ასე გირჩია და შეგაგულიანა!!! მათ ვინც უკან გიდგას!!!!
ვერ გამოდგები პატრიარქის დამცველადაც, გუშინ რა ზიანიც საპატრიარქოს და პატრიარქს მიაყენე ეს ხვალ და ზეგ გამოჩნდება!!!!- რა გამოდის – რომ საქართველოს ეკლესია ორი სოსოს სათარეშო და გასაყოფი ყოფილა ოხანაშვილის და გოგაშვილი ? 50% ოხანაშვილი იდებდა ჯიბეში და მეორე 50% გოგაშვილი ასე გამოდის?!! – ციანიდის მაიმუნობის ნამდვილი შინაარსიც გამოძიებამ და ხალხმა კი არა ორ კრიმინალს გცოდნიათ შენ და მეორე სოსოს?!!!- თურმე რა დღეში გყავთ პატრიარქი მაფიოზებს როგორც გავიგეთ მომავალში კიდევ უფრო ვრცლად მოგვიყვები!!!
მორჩა ამ თემას აღარ შევეხები!!!