ჩვენი ეკონომიკური ზრდა, პირველი რვა თვის მონაცემებით, შეადგენს დაახლოებით 8 პროცენტს. ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ, ფართო რეგიონში და ეს მაჩვენებელი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან მყარად გვიჭირავს. ეს რა თქმა უნდა, პოვებს ასახვას ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის ზრდაზე და შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი მიმართულია იმისკენ, რაც შეიძლება მალე შემცირდეს სიღარიბის მაჩვენებელი და ეკონომიკური ზრდის პარალელურად, ამ ადამიანების მდგომარეობაც გაუმჯობესდეს.
„როდესაც ოპოზიცია გვსაყვედურობს, რომ ეკონომიკა თითქოს იზრდება და ამ ციფრებით ჩვენ, ასე ვთქვათ, „ვმანიპულირებთ“, ეს კიდევ ერთი ბოდვა არის მათ მხრიდან, ვინაიდან, რა თქმა უნდა, ეკონომიკაზე არის მიბმული ბიუჯეტი, რომელიც იზრდება წლიდან წლამდე რამდენიმე მილიარდით და 36 მილიარდს გადასცდა ჩვენი ნაერთი ბიუჯეტი წლევანდელ წელს.როდესაც ისინი საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს, მოქალაქეები ამას ვერ გრძნობენ, რა თქმა უნდა, ესეც ტყუილია იქიდან გამომდინარე, რომ შეგვიძლია მარტივად შევხედოთ, მაგალითად, საშემოსავლო გადასახადს, რომელიც წინა წლის იგივე პერიოდთან გაზრდილი