ლევან მაჭავარიანი: საქართველოს ვუბრუნებთ ისტორიულ როლს დაკავშირებადობის კუთხით. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, საქართველო ასეთი სუვერენული არასდროს ყოფილა – ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა აღიქვამს სწორად იმას, რომ მშვიდობის და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით

მინდა კიდევ ერთხელ გამოვყო უმნიშვნელოვანესი დღის წესრიგი, რომელიც დღეს დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე: ჩვენ საქართველოს ვუბრუნებთ ისტორიულ როლს დაკავშირებადობის კუთხით, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან მიმოიხილა სხვადასხვა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორებიცაა ავტოსაგზაო მაგისტრალების მშენებლობა, აეროპორტების, პორტებისა და რკინიგზის განვითარება და აღნიშნა, რომ საქართველო იბრუნებს ისტორიულ ფუნქციას შუა დერეფანში დაკავშირებადობის კუთხით.„შუა დერეფანში, სადაც ჩვენ ცენტრალურ ადგილს ვიკავებთ, ვავითარებთ ინფრასტრუქტურას იმისათვის, რომ ის ტვირთბრუნვა, რომელიც გათვალისწინებულია, რომ უნდა გაიზარდოს 15 მილიონი ტონიდან, უნდა გახდეს 25 მილიონი ტონა და კიდევ უფრო მეტი. შესაბამისად, ჩვენ ამ გაზრდილი ეკონომიკით, რა თქმა უნდა, ხელს ვუწყობთ ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს არის ავტოსაგზაო მაგისტრალების მშენებლობა: აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, რომელიც 400 კილომეტრზე გრძელია და სადაც 300 კილომეტრზე მეტი უკვე დასრულებულია და მთლიანად დასრულდება 2030-2031 წლებისთვის. იგივე აეროპორტები, სადაც მიდის გაფართოება: თბილისის აეროპორტი, ქუთაისის აეროპორტი, ვაზიანის აეროპორტი, რომელიც დასრულებული იქნება 2032 წლისთვის, იგივე ახალი აეროპორტების მშენებლობა უშუალოდ მესტიაში, თელავში ახალი აეროპორტის მშენებლობა. ამასთანავე, ნუ დაგვავიწყდება საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ანაკლიის პორტზე, რომ ჩვენ თვითონ ავაშენებდით, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდებოდა, თუმცა უკვე მიმდინარეობს ძალიან სოსიაშვილი  სოციალურ ქსელში შეყუჟულ ადამიანებს მოუწოდებს, რომ უკეთ ჩაიხედონ საქართველოს ისტორიაში, მეტ უცხოურ წყაროს  და ლიტერატურას გაეცნონ და ხელაღებით ერეკლე მეორეს ქილიკსა და ჩირქის ცხებას თავი დაანებონ.

„დღეს მინდა გამოვეხმაურო სოციალურ ქსელში შეყუჟული, ფსევდოლიბერალი ფაშისტების აღვირახსნილ კამპანიას ჩვენი ისტორიული წარსულის წინააღმდეგ. ამ ბოლო პერიოდში მათი კამპანია მიზნად ისახავს ჩვენი წინაპრების სახელის შებღალვას და განსაკუთრებული სამიზნე გახდა მათთვის ჩვენი გმირი მეფე ერეკლე.

სამწუხაროდ, ჩვენს ისტორიაში არაერთი მოღალატე გვახსოვს. გვახსოვს ღვთისმგმობელები, გვახსოვს მამულის გამსხვისებლები, გვახსოვს თავიანთი სამშობლოს დამსვენებლები. მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენი ისტორია არის გმირების ისტორია.

რა ამოძრავებთ აი ამ ფსევდოლიბერალ-ფაშისტებს და რა არის მათი მთავარი მიზანი? მათი მიზანია ისტორიული საყრდენების მოშლა, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ კამპანიის ესეთი გაძლიერება, ისტორიის გაყალბება და არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, „პატკანოვების და კატკოვის“ გზის გაგრძელება, რომლებიც თავის დროზე საქართველოს ისტორიას და ჩვენს გმირ წარსულს ებრძოდნენ და რა გასაკვირია, რომ აი ამ ბოლო პერიოდში მათ თავიანთი პატრონებისგან მიიღეს დავალება, რომ ჩვენს გმირ მეფეს, ერეკლე მეორეს გამოუცხადონ ბრძოლა — იმ მეფეს, რომელმაც უაღრესად რთულ სიტუაციაში, უაღრესად რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, მაშინ არ იყო საუბარი ტურბულენტურ სიტუაციაზე, აქ იყო ჩვენი ხალხის ეგზისტენციალური ყოფნა-არყოფნის საკითხი — და აი, მან საკუთარი გონებით, საკუთარი გამჭრიახი პოლიტიკით და საკუთარი ხმლით მოახერხა საკუთარი სამშობლოს გადარჩენა. ასეთი გმირი მეფე გვყავდა და აი ამ გმირ მეფეს ესხმიან ეს ადამიანები თავს.

მე ამ ფსევდოლიბერალ-ფაშისტებს შევახსენებ, რომ გადახედონ XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ბრიტანულ პრესას. სხვათა შორის, ეს გამოცემები საქართველოში გიორგი კალანდიამ ჩამოიტანა, რომელმაც ძალიან ბევრი ცნობა აღმოაჩინა ერეკლე მეორის შესახებ, თუ რას წერდნენ დასავლეთ ევროპაში XVIII საუკუნის მეორე ნახევარში და როგორ აღიარებდნენ აი ამ გმირი მეფის მოღვაწეობას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიის გადარჩენის საქმეში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება