სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ ბექაური და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
სამუშაოების ფარგლებში, მერიის კონტრაქტორი კომპანიის სპეციალური ტექნიკის მიერ საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ქვა-ღორღისა და მიწის ნაშალისგან იწმინდება.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, შესაბამისი სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება, რათა მოსახლეობას უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა დროულად აღუდგეს.