ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა მოინახულეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, გაზგასამართ პუნქტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქეები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ და ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ
მოინახულეს.
ხელისუფლების წარმოამდგენლებმა მკურნალი ექიმისგან ინფორმაცია მიიღეს.
შემთხვევის შედეგად ორმა მოქალაქემ მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. მესამე და მეოთხე დაშავებულს კი შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.
სახელმწიფო რწმუნებულს, ჯანდაცვის მინისტრთან სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა, დაშავებულეს შესაბამისი სამედიცინო პროფილის კლინიკაში გადაიყვანენ.
სახელმწიფო რწმუნებული და ზუგდიდის მერი, ასევე იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილას.