სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში, სიღნაღის საერთაშორისო არტ ფესტივალი 2026 საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა მიმართა, რომელმაც თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა აღნიშნული კულტურული პროექტის მნიშვნელობას მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის სახელოვნებო ცხოვრებაში.

ფესტივალში მონაწილე მხატვრებისა და მოქანდაკეების ნამუშევრები გამოიფინა სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში, სადაც ნებისმიერ მსურველს ჰქონდა საშუალება გაცნობოდა თანამედროვე ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს.

​დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი.

ფესტივალი შეაფასეს ქართველმა და უცხოელმა ხელოვნებათმცოდნეებმა.

​ღონისძიების დასკვნით ნაწილში ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფესტივალის მონაწილეები  დააჯილდოვეს.

​”სიღნაღის საერთაშორისო არტ ფესტივალი 2026″-ის გამარჯვებულები არიან: 

​ფერწერა: ირაკლი ჩიქოვანი და ტარიელ ალიევი;

​ქანდაკება: ბექა ჩხაიძე

​სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს, ორგანიზატორსა და სტუმარს, ფესტივალის მხარდაჭერისათვის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება