ამ ჩვენს „სახელოვნებო ელიტას“ რატომ არ „გაუსკდა“ იმპერიალისტური რუსეთის სიძულვილი, რატომ ჩადიოდნენ, მღეროდნენ და ცეკვავდნენ იქ 2008 წლის შემდეგ -დათო გამცემლიძე

ისე……მოსწონს ვინმეს თუ არა და განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებების ან „ოცნების“ ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებისა, აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვაა: ამ ჩვენს „სახელოვნებო ელიტას“ რატომ არ „გაუსკდა“ იმპერიალისტური რუსეთის სიძულვილი, რატომ არ გამოუცხადეს ბოიკოტი, რატომ ჩადიოდნენ, მღეროდნენ და ცეკვავდნენ იქ 2008 წლის შემდეგ და რატომ „გაუსკდათ“ მაინცდამაინც 2022 წელს კრემლის უკრაინაში შეჭრის შემდეგ?

პასუხი, სინამდვილეში, ძალიან მარტივია:

იმიტომ, რომ იცოდნენ, იმისთვის მაშინ (უკრაინაში რუსულ აგრესიამდე) დასავლეთი არ დაასანქცირებდათ, რაკი ბარაკ ჰუსეინ ობამას ამერიკას და ნაკომკავშირალი ანგელა მერკელის გერმანიას საქართველო სულ „ეკიდათ“; ამიტომ რუსეთში გასტროლების გამო დასავლეთი არანაირ სანქციებს არ დაადებდათ.

ახლა სულ სხვაა, ახლა……ნურას უკაცრავად: უკრაინის ომის ფონზე დასავლეთმა (რომლის პოზიცია, საბედნიეროდ, შეიცვალა და უფრო ადეკვატური გახდა) რუსეთში „ცეკვა/მღერისთვის“ შესაძლოა კიდეც დაასანქციროს ეს ჩვენი „სახელოვნებო ელიტა“ კიევის მოთხოვნით.

ამიტომაც გამოუცხადეს ბოიკოტი.

აი თუ სიმართლე გნებავთ, სიმართლე ეს არის

დათო

ისტორიის რიგითი ჯარისკაცი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება