ნიკოლოზ სამხარაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ სხვა პატარა თუ დამოუკიდებელი პარტია მოგუდოს, რათა ოპოზიციაში თავად იყოს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, ოპოზიციის მონოპოლიზება მოახდინოს და სხვა პარტიები მოგუდოს.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, „ნაცმოძრაობა“ აჩვენებს, რომ მას ზნე არ შეუცვლია. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში დაკარგული ადგილის დაბრუნებას ცდილობს.

„აქამდეც დარღვევებით მუშაობდა, მათ შორის, მორალური წესების. კარგია, რომ თინა ბოკუჩავას გონება გაუნათდა, მაგრამ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თავის თავზე იწვნია ის, რასაც მისი პარტია საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ აკეთებდა, როცა ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათზე ძალადობდა, სახლებს და ქონებას ართმევდა. ამას იმიტომ აკეთებდა, რომ ისინი არად დაგიდევდნენ არც კანონს, არც წესს, არც ადამიანობას. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ როგორმე, ე.წ. ოპოზიციურ სპექტრში დაკარგული ადგილი დაიბრუნოს. მათი მთავარი ამოცანაა, რომ ოპოზიციის მონოპოლიზება მოახდინოს. ისინი ცდილობენ, რომ სხვა პატარა თუ დამოუკიდებელი პარტია მოგუდონ, რათა ოპოზიციაში თავად იყვნენ. სამწუხაროდ, ეს წლების განმავლობაში გამოსდიოდათ, მაგრამ ეს კარგი ქვეყნის დემოკრატიისთვის არ არის. იმედია, მათი მცდელობა უშედეგო იქნება და მთავარი ოპოზიციის სტატუსს ვერ დაიბრუნებენ“, – განაცხადა სამხარაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება