ირაკლი კირცხალია – ძალიან ამაზრზენ სანახაობად გადაიქცა ქალბატონების ეს ჭიდილი, ბრწყინვალე ნანას და თინას ჭიდილი, მიშას კარზე თუ ვინ გახდება ე.წ. თავმჯდომარე ძალიან ამაზრზენ სანახაობად გადაიქცა ქალბატონების ეს ჭიდილი, ბრწყინვალე ნანას და თინას ჭიდილი, მიშას კარზე ვინ გახდება ე.წ. თავმჯდომარე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ „ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, „ნაცმოძრაობას” შიგნით ვერ გაურკვევია ვინ რა პოზიციაზე უნდა იყოს და ვერ დაურწმუნებიათ ერთმანეთი და გაურკვეველია საზოგადოების რამეში დარწმუნებას როგორ აპირებენ. “აგენტურას ჩვენს ქვეყანაში პერსპექტივა ვერ ექნება. ეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ განაცხადა და მყარად გადაწყვიტა. ასე რომ აგენტურაში რა ცვლილებები იქნება საზოგადოებისთვის უკვე ღიმილისმომგვრელიც არაა და ძალიან ამაზრზენ სანახაობად გადაიქცა ქალბატონების ეს ჭიდილი, ბრწყინვალე ნანას და თინას ჭიდილი, მიშას კარზე ვინ გახდება ე.წ. თავმჯდომარე. ისედაც რა დარჩათ, ბოლო საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების შემდეგ სადაც მმართველმა გუნდმა 1 წლის თავზე, ადგილობრივ არჩევნებში ერთი ერთში გაიმეორა შედეგი, რაც იყო საპარლამენტო არჩევნებში. იმ ზეწოლის და თავდასხმების ფონზე, რასაც ქვეყანაში ვხედავდით. ოპოზიციამ თავისი თავი თანაპატრონებთან ერთად ძალიან ღიად დაასრულა 2024 წლის არჩევნებზე, როდესაც დიდი სიცრუის კორიანტელში, რაღაც დოზით, საზოგადოების გარკვეული ჯგუფი შეიყვანეს შეცდომაში, მოიპოვეს მანდატები, რა ჰქონდათ და შემდეგ როგორ მოექცნენ იმ მოტყუებით აღებულ მანდატებს. ამის შემდეგ ვნახეთ რა შედეგი დადეს ადგილობრივ არჩევნებზეც. მათ შიგნით ვერ დაურწმუნებიათ ერთმანეთი და შიგნით ვერ ჩამოყალიბებულან, ისინი როგორ ფიქრობენ, რომ დაარწმუნონ საზოგადოება“, – განაცხადა კირცხალიამ.
Tamara
ირაკლი კირცხალია – ჩვენ მივიღეთ ყველა კანონი, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებსა და უსაფრთხოებას და შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ყველას სჭირდება ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს ირაკლი კირცხალია კანადაში უცხოური გავლენის რეგისტრის ამოქმედებას გამოეხმაურა. კომენტარი ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ეს საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტის გამოყენების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. „ჩვენ მივიღეთ ყველა კანონი, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებსა და უსაფრთხოებას და შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ყველას სჭირდება ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს. თურმე კანადის უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა და საქართველოს უსაფრთხოებაზე ფიქრი თურმე ქვეყნის ღალატია, ამ აგენტურის რიტორიკით. ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმ ორმაგი სტანდარტისა და უსტანდარტოების, როგორითაც ისინი გვიდგებიან. ეს არის ის ხალხი, რომელიც დღეს დემოკრატიის მანტიაში გახვეული მოქმედებს საუკეთესო საბჭოური გამოცდილებით“, – განაცხადა კირცხალიამ. კანადაში უცხოური გავლენის რეესტრი ამოქმედდა. მედიის ცნობით, ახალი რეესტრი ორი წლის წინ უცხოური გავლენის შესახებ მიღებული კანონის ფარგლებში ამოქმედდა