ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია  საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება

გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ზაბახიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან ერთად გუდაურთან ტრაგიკულად დაღუპული  ბოლნისელი გმირის, გიორგი მარგიანის, ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი გვირგვინით შეამკო.

2022 წლის 29 ივლისს გუდაურთან სამაშველო ოპერაციის შესრულებისას სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი რვავე პირი დაიღუპა, მათ შორის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველი, გიორგი მარგიანი, რომელიც დაჯილდოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს I ხარისხის მედლით – „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება