სვანეთში საზაფხულო ტურისტული სეზონი აქტიურფაზაშია. სასტუმრო „მესტია ინნის“ (Mestia Inn) გენერალური მენეჯერის, ნიკოლოზ პეტრიაშვილისგანცხადებით, მაისიდან დღემდე რეგიონშივიზიტორთა მაღალი დინამიკა ფიქსირდება დასასტუმროს დატვირთულობის მაჩვენებელისტაბილურად ინარჩუნებს მაღალ, 70%-იან და მეტნიშნულს.
როგორც ნიკოლოზ პეტრიაშვილი აღნიშნავს, მიმდინარე სეზონზე სტუმრების ძირითად სეგმენტსსაერთაშორისო ტურისტები შეადგენენ. ვიზიტორთაგეოგრაფია საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავსროგორც ევროპის ქვეყნებს (ესპანეთი, იტალია, ნორვეგია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია), ისეამერიკის შეერთებულ შტატებს, ავსტრალიასა დაისრაელს. მისი განცხადებით, საერთაშორისობაზრებზე საქართველოს მიმართ ინტერესსმარკეტინგული კამპანიებიც უწყობს ხელს. „რეკლამებიც, როგორც ვიცი, გაშვებულია სხვადასხვაქვეყნებში, ამიტომ ძალიან ბევრი საერთაშორისოვიზიტორი გვყავს” – აღნიშნავს ნიკოლოზპეტრიაშვილი.
„ვიზიტორებს ძირითადად წინასწარ გაწერილიტურისტული მარშრუტები აქვთ, სადაც ყაზბეგთან დაქუთაისთან ერთად, მესტია ერთ-ერთ აუცილებლადსანახავ დანიშნულების ადგილს წარმოადგენს. სტუმრები მესტიაში საშუალოდ 1-2 ღამით ჩერდებიანდა ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებსათვალიერებენ”.
სასტუმროს მენეჯმენტის მოლოდინით, არსებულიჯავშნების მიხედვით, ვიზიტორების მაღალი ნაკადი და დატვირთულობა სეზონის ბოლომდე უცვლელადგაგრძელდება.
