იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილეჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდშიმონაწილეობდა

ბექა ძამაშვილმა ადამიანის უფლებებისდარღვევებისა და ჰუმანიტარული კუთხითადგილზე არსებულ პრობლემებზე მეორე სამუშაოჯგუფის ფორმატში ისაუბრა:

“შევეხეთ ისეთ საკითხებს, როგორიც არისდევნილთა დაბრუნების უფლება, მიმოსვლისთავისუფლება, განათლების უფლება, საკუთრებისუფლება, სიცოცხლის უფლება, არასათანადომოპყრობა. განსაკუთრებული ყურადღებაგამახვილდა უფლებების დარღვევის განგრძობითხასიათზე”, – განაცხადა მან.

ქართულმა მხარემ ისაუბრა, აგრეთვე, სტრასბურგის სასამართლოს მიერ რამდენიმედღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიცშეეხებოდა ქართველი სამხედროების – გიორგიანწუხელიძის, უშანგი ხუბულურისა და ზაზასოფრომაძის წამებასა და მკვლელობას.

“ჟენევის ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთისფედერაცია აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი დამოლაპარაკებების სახით გვაქვს საშუალება, მოვუწოდოთ მას განგრძობადი დარღვევებისშეწყვეტისა და სტრასბურგის სასამართლოსგადაწყვეტილებების აღსრულებისკენ”, -განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება