იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობდა

ბექა ძამაშვილმა ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ჰუმანიტარული კუთხით ადგილზე არსებულ პრობლემებზე მეორე სამუშაო ჯგუფის ფორმატში ისაუბრა:

“შევეხეთ ისეთ საკითხებს, როგორიც არის დევნილთა დაბრუნების უფლება, მიმოსვლის თავისუფლება, განათლების უფლება, საკუთრების უფლება, სიცოცხლის უფლება, არასათანადო მოპყრობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უფლებების დარღვევის განგრძობით ხასიათზე”, – განაცხდა მან.

ქართულმა მხარემ ისაუბრა, აგრეთვე, სტრასბურგის სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც შეეხებოდა ქართველი სამხედროების – გიორგი ანწუხელიძის, უშანგი ხუბულურისა და ზაზა სოფრომაძის წამებასა და მკვლელობას.

“ჟენევის ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი და მოლაპარაკებების სახით გვაქვს საშუალება, მოვუწოდოთ მას განგრძობადი დარღვევების შეწყვეტისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისკენ”, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება