გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის დელეგატი გია ბენაშვილი საქართველოს პარლამენტში სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა.

გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის დელეგატი გია ბენაშვილი საქართველოს პარლამენტში სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი.

ახალგაზრდები დაესწრნენ პლენარულ სხდომას, დაათვალიერეს პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი.

პლენარულ სხდომათა დარბაზში ახალგაზრდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტში სტუმრობის დროს ახალგაზრდები გაეცნენ პარლამენტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და კანონშემოქმედებითი პროცესის საკითხებს, ასევე პარლამენტის წევრებმა ახალგაზრდებს მიაწოდეს ინფორმაცია იმ პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რომლებსაც სახელმწიფო ახალგაზრდობის მხარდასაჭერად ახორციელებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება