დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის შეგროვილი 2 მილიონი ოჯახებს არ დაურიგდება

,,იქსნიუსის ,, რედაქტორი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს-გითხარით ამ თემას ჩავყვები ბოლომდე ,გუშინ დიუშენით დავადებული ბავშვების მშობლების გამგეობის შეკრება გაიმართა ,ფულის გადანაწილების თემას არკვევდნენ ,საბოლოოდ 300 ათასი ლარი გაიხარჯა ,ზოგს 3 ათასი ლარი მისცეს ,ზოგს 5 ათასი , აპარატზე შეერთებულებს 10 ათასი ,ერთმა მშობელმა უკან ჩაურიცხა ის თანხა ,არ აიღო ,დანარჩენ 2 მილიონ ლარსოო არ დავარიგებთოო და ვისაც რა დაგჭირდებათ მოგვთხოვთ და მოგცემთოო , სარეაბილიტაციო ცენტრი უნდა ავაშენოთოო ,რა ცენტრი რა ფონდი ,რა მათეე, რასაც ვამბობდით თავშივე ის მოხდა ,თანხების განაწილებას მშობლებზე არ აპირებენ ,ვინმე კახა წიქარიშვილის ანგარიშზეა ეს თანხა თურმე და ის განკარგავს , მთავარი ისაა რომ ხალხის აგროვებული ფულიდან, ქორთიართ მერიოტში იქირავეს დარბაზი ,5 ათასი ლარი გადაიხადეს იქ შეიკრიბნენ ,სხვა უფრო იაფიანი არ ეკადრებოდათ ,აგერ კომენტარში გთავაზობთ ერთი მშობლის პოსტს ,რომელიც რახან ნაცი და აკაცუკი არაა გარიყული ყავთ! ფული დროზე დაიდოს და განაწილდეს თანაბრად ,სად ხართ ჭუტატივებო ,ახლა აღარ გადარდებთ ეს ბავშვები?სუსი და პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ამ თემით! აქვე გთავაზობთ დიუშენით დავადებული ბავშვის შობლის გია ყრუაშვილის პოსტს-გია ყრუაშვილი

·

გუშინ 21 მაისს გაიმართა დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების შეხვედრა, სადაც განვიხილეთ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლები 45 დღის განმავლობაში მართავდნენ აქციას. ამ მძიმე და მტკივნეულ ბრძოლაში საზოგადოებამ უდიდესი თანადგომა გამოიჩინა და ბავშვების დასახმარებლად შეგროვდა ძალიან სოლიდური თანხა — 2 მილიონ 300 ათასი ლარი.

ჩემი სურვილი თავიდანვე იყო, რომ ეს თანხა განაწილებულიყო ყველა დიუშენიანი ბავშვის ოჯახში თანაბრად და სამართლიანად. რადგან ეს დახმარება მთლიანად საზოგადოების სიყვარულისა და თანადგომის შედეგია.

თუმცა ქონდათ პირადად ჩემს მიმართ პრეტენზია ვინაიდან მე და ჩემი ოჯახი არ ვიყავით აქციის მართვაში აქტიურად ჩართული ნაკლები მესაუბრა აგროვებულ თანხის განკარგვა ზე და ასეც მოვიქეცი.

გამგეობის გადაწყვეტილებით ოჯახებისთვის დარიგდა დაახლოებით 300 000 ლარი შემდეგი პრინციპით: • ფეხზე მოსიარულე ბავშვი — 3 000 ლარი

• ეტლში მჯდომი ბავშვი — 5 000 ლარი

• აპარატზე მყოფი ბავშვი — 10 000 ლარი

სამწუხაროდ, ერთ-ერთმა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფმა ბავშვის ოჯახმა რომელიც უკვე 4 წელია ორთაჭალაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, პროტესტის ნიშნად ჩარიცხული 10 000 ლარი უკან დააბრუნა.

გუშინდელ კრებას ესწრებოდა მშობლების ნაწილი თუმცა ქვორუმი შედგა მხარი დაუჭირეს გამგეობის გადაწყვეტილებას. დარჩენილი დაახლოებით 2 მილიონი ლარი არ დარიგდეს და მოხმარდეს დიუშენიანი ბავშვებისთვის სპეციალიზებული ცენტრის შექმნას და სხვა საჭიროებებს.

მინდა გულწრფელად მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ამ ბავშვების გვერდით დადგა — თითოეული შემოწირულობა, თითოეული თანადგომა და თითოეული გულშემატკივრობა ფასდაუდებელია.

საზოგადოებას მხოლოდ ერთი რამ უნდა იცოდეს — პასუხი როგორ განაწილდა აგროვებული თანხა..

ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს: დიუშენიანი ბავშვების სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა.

არანაირი წყენა და პროტესტი არ დევს ამ პოსტში უბრალოდ მე თავიდანვე არ ვემხრობოდი ბავშვების საპროტესტო აქციებში ჩართვას და შესაბამისად არც დიდი პროტესტის გამოხატვის უფლება არ მივეცი საკუთარ თავს.

ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა ჩემი იქ მისვლით რომ თითქოს თანხის გამო მივედი და ეს მითხრეს კიდეც.

ასე რომ ღმერთმა ჯამრთელობა მიცეს ჩვენ შვილებს და დაგლოცოთ უფალმა.

არანაირ წყენას არ მინდა შეიცავდეს ეს პოსტი.

როდესაც მოვითხოვე ამ თანხის ოჯახებზე დარიგება პასუხი იყო: ისეთ ანგარიშზე დევს კანონიერად ვერ გავცემთ ოჯახებზე , ჩამოწერეთ რა გინდათო და მოგვმართეთ გამგეობასო.

ჯერ სასუნთქ აპარატზე არაა ლაზარე როგორც კი იქნება მივაკითხავ ცენტრს დასახმარებლად.

ყველა დაგლოცოთ უფალმა იხარეთ და იდღეგრძელეთ ჩემო ბიჭებო და გოგოებო.

არც ცენტრი დაგვჭირვებოდეს და არც ჯამრთელობის პრობლემა გვქონოდეს.

ღმერთმა დაგლოცოთ.

ომი რომ იყო და მიჭირდა 90 ში თემქაზე რიგში ვიდექი და ბოთლებს ვაბარებდი პური რომ მეყიდა ბავშვებისთვის.

დღეს პირველად შემრცხვა საკუთარი საქციელის თუმცა არაუშავს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება