მამუკა მდინარაძე – რევოლუციის აღკვეთისთვის არავინ ზის ციხეში, ყველა ადამიანს აქვს ბრალი წარდგენილი, შემდეგ ზოგმა აღიარა, ზოგმა – არა და კონკრეტული დანაშაულებისთვის სხედან, რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისზეც პრემიერმა ისაუბრა, ჩემი ხელმძღვანელობისას არც ერთი ამ უწყების აგენტი აღარ ყოფილა. როცა ვიღაც ამ უწყებას თავის თავზე ირგებდა, მაშინ ვიღაცას იაგენტებდა კიდეც, ყოველთვიურ ხელფასსაც უხდიდა, ბევრი ადამიანი აკეთებდა  პერსონალურ და არასახელმწიფოებრივ საქმეს

რაღაცას რომ აკეთებს ან არ აკეთებს. აგენტურა არსებობს ყველა ქვეყანაში, ამას შევეგუოთ. დღესაც შეიძლება ვიღაც ძალიან გვლანძღავდეს და იყოს სპეცსამსახურის ნდობით აღჭურვილი პირი, ამას თავი დავანებოთ, რთული თემაა. ჩემთვის მიუღებელია პირადად და ეს დავაფიქსირე ჩემს თანამშრომლებთან. მაგრამ როცა ადამიანი დანაშაულის ჩადენითაა დაკავებული და მაინც უნდა გეაგენტოს, მართლა მიუღებელია. შეიძლება, მორალური რაღაცები სპეცსამსახურში იქით უნდა გადადო და ცოტა სხვა სპეციფიკა შეიძლება იყოს, მაგრამ მე ამაზე ხაზგასმით და მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი აზრი და მივიღე შესაბამისი გადაწყვეტილება. მერე ბევრი პრობლემებიც შეიქმნა ამის გამო პერსონალური, მაგრამ ესეც გადავლახე,“- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება