რაღაცას რომ აკეთებს ან არ აკეთებს. აგენტურა არსებობს ყველა ქვეყანაში, ამას შევეგუოთ. დღესაც შეიძლება ვიღაც ძალიან გვლანძღავდეს და იყოს სპეცსამსახურის ნდობით აღჭურვილი პირი, ამას თავი დავანებოთ, რთული თემაა. ჩემთვის მიუღებელია პირადად და ეს დავაფიქსირე ჩემს თანამშრომლებთან. მაგრამ როცა ადამიანი დანაშაულის ჩადენითაა დაკავებული და მაინც უნდა გეაგენტოს, მართლა მიუღებელია. შეიძლება, მორალური რაღაცები სპეცსამსახურში იქით უნდა გადადო და ცოტა სხვა სპეციფიკა შეიძლება იყოს, მაგრამ მე ამაზე ხაზგასმით და მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი აზრი და მივიღე შესაბამისი გადაწყვეტილება. მერე ბევრი პრობლემებიც შეიქმნა ამის გამო პერსონალური, მაგრამ ესეც გადავლახე,“- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.