პრემიერი – გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, თითქმის  50%-იანი ზრდა გვაქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით, რაც ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, მომავალშიც მაქსიმუმი გაკეთდება, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს  ქვეყნის ეკონომიკური იმიჯი და უშუალოდ ინვესტორებთან ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ

გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, თითქმის  50%-იანი ზრდა გვაქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით, რაც ასევე არის ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გამუდმებით იზრდება ინვესტორების ინტერესი საქართველოს მიმართ. 

„ძალიან მსხვილი ინვსტორები შემოდიან ჩვენს ქვეყანაში, არაერთი ასეთი ფაქტი იყო გასული თვეების განმავლობაში. ეს პირდაპირ აისახება იმ ფინანსურ მონაცემებზე, რომლებსაც აქვეყნებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. მომავალშიც მაქსიმუმი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური იმიჯი და უშუალოდ ინვესტორებთან ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ“, –  აღნიშნა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება