სამტრედიის იპოდრომზე ხალხური ცხენოსნობის ტურნირი ჩატარდა

სამტრედიის იპოდრომმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ საუკეთესო მხედრებს უმასპინძლა.

ღონისძიებას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად დაესწრო.

შეჯიბრების დასრულების შემდეგ გამარჯვებული და წარმატებული მონაწილეები დაჯილდოვდნენ. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა და ღონისძიების ორგანიზატორებმა მხედრებს ფულადი პრიზები, თასები და სპეციალური ჯილდოები გადასცეს.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართული საცხენოსნო ტრადიციების პოპულარიზაციას, ხალხური ცხენოსნობის განვითარებასა და სპორტის ამ მიმართულების მხარდაჭერას.

საჩხენოსნო ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაცია, სამტრედიის იპოდრომი და საქართველოს სპორტის სამინისტრო

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება