მთავრობის მეთაური და მინისტრი სასკოლო ინფრასტრუქტურას გაეცნენ და მასწავლებლებს შეხვდნენ.
600-ზე მეტ მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად განახლდა სასწავლო სივრცეები; მოეწყო ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, რესურსოთახი, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური ლაბორატორია, გარე მოედანი და სააქტო დარბაზი.
შენობაში დამონტაჟდა ლიფტი; გათბობის, წყალმომარაგების, კანალიზაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსათვალთვალო სისტემები. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
უახლოეს მომავალში სრულად რეაბილიტირდება სკოლის სტადიონიც.
ისტორიული სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.