როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული, ამ წლების განმავლობაში თანმიმდევრულია. ჩვენ არასდროს არ გადაგვიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც დაიმსახურებდა რაიმე სახის უკმაყოფილებას ან კრიტიკას უკრაინული მხრიდან. თუმცა ჩვენ ასეთი ბევრი მოვისმინეთ. ამიტომ საჭიროა, ეს ყველაფერი იყოს სათანადოდ განხილული,“ – განაცხადა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო გააგრძელებს უკრაინულ მხარესთან კომუნიკაციას და პოზიტიურად აფასებს დიალოგის გაგრძელების მიმართულებით არსებულ მცდელობებს.
„ჩვენ გავაგრძელებთ კომუნიკაციას. ის მცდელობები, რომლებსაც ვხედავთ უკრაინული მხარის მხარიდან დიალოგის გაგრძელების კუთხით, პოზიტიურია. დანარჩენს დრო გვაჩვენებს, თუ როგორ იქნება დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით. ეს არის ჩვენთვის განმსაზღვრელი – საქართველოსთან, ქართველ ხალხთან, ქართულ სახელმწიფოსთან დამოკიდებულება უნდა იყოს სამართლიანი და პატივისცემაზე დაფუძნებული, სხვანაირად წარმოუდგენელია ნებისმიერ ურთიერთობაში ნორმალიზაცია,“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.