თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალი ,,ახალი ხმა – ვანო სარაჯიშვილის სახელობის პრემია” ორ ეტაპად ჩატარდება:

I ეტაპი – საფესტივალო მოსმენა თბილისში, 14 მაისს კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება.

ფესტივალის დასკვნითი – II ეტაპი 23 მაისს ქალაქ სიღნაღში, გალა კონცერტით დასრულდება.

ჟიურის წევრები იქნებიან: თავმჯდომარე – მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე, წევრები – სოპრანო იანო ალიბეგაშვილი და პიანისტი, პროფესორი გიორგი ვაჩნაძე.

ფესტივალის ჟიური სამ საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებს გამოავლენს, ესენია: ფესტივალის მთავარი პრიზი – „მომავლის ხმა – ვანო სარაჯიშვილის პრემია“, აუდიტორიის სიმპათია და საუკეთესო კონცერტმაისტერი.

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია კონსერვატორიის რექტორი, პიანისტი, პროფესორი გიორგი ვაჩნაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება