ჟურნალისტი ნუკა არველაძე გია ხუხაშვილის განცხადებებს ეხმაურება-
ეს ის ,,ტკბილი” ტანდემია ვინც 2012 წლის მერე – ვითომ დიიდი სკანდალი მოაწყვეს და სრულიად უდანაშაულო ხალხი, თავისივე გავრცელებულ ბინძურ ამბავზე ვითომ ამხილეს, რეალურად ხუხაშვილი იმ სიბინძურეს შეეწირა რასაც სხვებს უჩალიჩებდა, ელიაშვილი ლუბა და ძონძების კამანდა – მოიაზრებოდა როგორც ერთერთი ინფორნატორი და შიდა სამზარეულოს ამბის გამტანი!!!!
კვერცხების სკანდალიდან თავისი კარიერა პიქსელში ბიზნეს დამლაგებელის არშემდგარი მაფიოზის რანგში დაასრულა და ,,ბიძინოლოგიც” კი დაირქვა!!! არადა უბრალოდ – კვერცხი აღმოჩნდა თან ლაყე!!!
ყველა ამის დაგეგმილი შავი პიარი და არშემდგარი სკანდალი აყირავდა, ყველაფერზე მოსრიალდნენ!!! ყველა მისი კადრი სამარცხვინოდ იქნა მხილებული
ახლა იძახის გახარია ჩემი პროექტიაო და იქნება ბოლომდე თქვას ამ მძორმა კიდე ვინაა მისი პროექტი, ან გახარიამ აუცილებლად განმარტოს რატომ ბედავენ და მის სახელს ყველა ბრუნვაში ატრიალებენ!!!
აი ამათი დაგეგმილი პიარი არ გაიშვას მისი შემსრულებლებიანად!!!

შეგახსენებთ რომ გია ხუხაშვილმა თავად განაცხადა ,,პალიტრანიუსში,,ამის შესახებ
“გიორგი გახარია ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შედარებით „ათი თავით მაღლა გამოიყურება“, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის განსაკუთრებული პერსპექტივის მატარებელია” – ამის შესახებ გადაცემაში „ნიუსრუმი“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
„სისუსტეებსაც ვხედავ, მისი მთავარი აქტივია კრიზისმენეჯმენტი, ახერხებს ოპერატიული სიტუაციების ჩაქრობას, მაგრამ თუ დიდ სურათს შევხედავთ, ოპერატიულს კი აქრობს, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება. პანკისში კი აიცილა გამწვავება იმ დღეს, მაგრამ თუ ჩვენ იქ განვითარებულ მოვლენების ბალანსს შევხედავთ, არ არის ეს ხელისუფლების, ან გახარიას სასარგებლოდ. ასე რომ, სტრატეგიულ მენეჯმენტში ის სუსტად გამოიყურება, მაგრამ სხვებზე უკეთესი არის, ბუნებრივია,“ – აცხადებს ხუხაშვილი.
პოლიტოლოგის თქმით, გახარიას თანამდებობიდან წასვლა ხელისუფლებაში ყველას გაუხარდება, თუმცა „ძალის ცენტრს“ ის სჭირდება – თუნდაც ოპერატიული ვითარებების ჩასაქრობად.
„მაგრამ გახარია სჭირდება გარკვეულ ჩარჩოებში, რადგან შს მინისტრის ხელში, თუნდაც ფორმალური მაღალი უფლებამოსილების კონცენტრირება გარკვეული ეჭვიანობის ნიადაგს ქმნის,“ – ამბობს ხუხაშვილი.
პოლიტოლოგი ამბობს, რომ გიორგი გახარია არავის „პროექტი“ არ არის, პოლიტიკაში მისი შემოყვანას კი საკუთარ დამსახურებად აფასებს.
„პოლიტიკაში ის მე შემოვიყვანე, ჩემს კისერზეა ეს ამბავი. ის ჩემი მეზობელია და როგორც მეზობელი გავიცანი და დავასაქმე, თუმცა მხოლოდ მეზობელია, მე არანაირ დივიდენდებს აქედან არ ვიღებ,“ – აღნიშნა გია ხუხაშვილმა. წყარო ,,ამებები.გე,,