ComCom-მა მოსწავლეებისთვის მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი“ გამოაცხადა

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ 26 მარტიდან 26აპრილის ჩათვლით მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასელებისთვის გამოაცხადა. კონკურსი მოზარდებშიციფრულ სივრცეში ნავიგაციის, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის, ფაქტების გადამოწმებისა დაკრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს მიზნად.„ნამდვილი თუ მოგონილის?!“ წესების თანახმად, მონაწილეებმა უნდა აღმოაჩინონ ონლაინ მედიაშიგავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც მანამდე არ დადასტურებულა, როგორც ყალბი. რისშემდეგაც, სასურველი ფორმატით უნდა წარმოადგინონ ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზები,შესაბამისი წყარო და რეალური ფაქტები. კონკურსის ფარგლებში გამოგზავნილ ნამუშევრებსკომპეტენტური ჟიური შეაფასებს და სამ გამარჯვებულს გამოავლენს, რომელთაც კომუნიკაციებისკომისია ისეთ მაღალტექნოლოგიურ პრიზებს გადასცემს, როგორებიცაა ბოლო თაობის სმარტფონი,ლეპტოპი ან პლანშეტი.კომუნიკაციების კომისიამ „ნამდვილი თუ მოგონილი“ უკვე თორმეტჯერ, მათ შორის, სკოლისმოსწავლეებისთვის — რვაჯერ, ხოლო სტუდენტებისთვის ოთხჯერ წარმატებით ჩაატარა. კონკურსსჯამში 1200-მდე მონაწილე ჰყავდა.
კონკურსის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება