მჯერა, რომ მისი ნათელი სული და მემკვიდრეობა გააგრძელებს ჩვენს გზას იმ მიმართულებით, სადაც რწმენა, სიყვარული და სამშობლოს ერთიანობა არის უმაღლესი ღირებულება.
ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს!”
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ვეტერანებთან ერთად, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდა. მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.