„ილია მეორე იყო და რჩება ერის ერთიანობის სიმბოლოდ“, – ამის შესახებ თბილისისმერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზეგანაცხადა.მანვე, დედაქალაქის მთავრობის წევრებთან ერთად, პატრიარქის ხსოვნას წუთიერიდუმილით პატივი მიაგო.„დღეს მთელი საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას – ადამიანის,რომლის ღვაწლი ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში ფასდაუდებელია. მისი მოღვაწეობაიყო სიყვარულის, თავმდაბლობის, მოთმინების და მსახურების საოცარიმაგალითი. ილია მეორე იყო და რჩება ერის ერთიანობის სიმბოლოდ, მისიგარდაცვალება საქართველოს და მის სულიერ შვილებს კი ძალიან დიდხანსგაგვყვება მოუშუშებელ ჭრილობად“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერმა აღნიშნა პატრიარქის როლი ქართული მართმადიდებლურიეკლესიის აღდგენა-გაძლიერების გზაზე.„უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეძლო ბოლშევიკური ტალღის შემდეგშევიწროებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ნაბიჯ-ნაბიჯ აღდგენადა გაძლიერება, ერში სულიერების ამაღლება. მისი მმართველობის პირობებშისაქართველოს საპატრიარქო იყო არამხოლოდ სულიერების, არამედ ეროვნულიცნობიერების ფორმირებისა და ქართული კულტურის განვითარებისმნიშვნელოვანი ცენტრი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.