გლოვის დღეებთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა
ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის
მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,
უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
