კობა კობალაძემ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ვახტანგ ადამაშვილს 101 წლის იუბილე მიულოცა

კობა კობალაძემ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ვახტანგ ადამაშვილს 101 წლის იუბილე მიულოცა

⭕

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ვახტანგ ადამაშვილს, 101 წელი შეუსრულდა. იუბილარი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და სამსახურის წარმომადგენლებმა პირადად მოინახულეს, დაბადების დღე მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

⭕

ვახტანგ ადამაშვილი 1942 წელს, 17 წლის ასაკში წავიდა მეორე მსოფლიო ომში და ქერჩში იბრძოდა. მას არაერთი საბრძოლო ჯილდო აქვს მიღებული. 101 წლის ვეტერანს 3 შვილი, 4 შვილიშვილი, 3 შვილთაშვილი და 5 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.

⭕

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კიდევ ერთხელ ულოცავს ვახტანგ ადამაშვილს 101 წლის იუბილეს და ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და მხნეობას უსურვებს.
#ვეტერანები

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება