„კარფურის“ გენერალური დირექტორი: ჩვენ შემოვიტანეთ „რიბეითის“ (ფასდათმობის) ცნება ამ ბაზარზე, გვქონდა გარკვეული სირთულეები მომწოდებლებთან, რადგან მათი კონტროლი ბაზარზე, შემცირდა – „რიბეითები“ არ იწვევს პროდუქციის გაძვირებას

ჩვენ შემოვიტანეთ „რიბეითის“ ცნება ამ ბაზარზე. როდესაც ჩვენ შემოვედით ბაზარზე, ორგანიზებული ბაზრის წილი იყო 15%. მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო იმისკენ, რომ მომწოდებლებისგან მიგვეღო იმ ფასად საქონელი, რომ შემდგომ, მინიმალური ფასნამატით, მომხმარებლისთვის ჩვენ მიგვეწოდებინა პროდუქცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად,  –  ამის შესახებ „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ქარქაშაძემ, პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, ამ პროცესის მიმდინარეობისას, დისტრიბუტორებთან ჰქონდათ გარკვეული სირთულეები, ვინაიდან, მათი კონტროლი ბაზარზე შემცირდა.

„იმ პერიოდში, როცა ეს პროცესი დავიწყეთ, გვქონდა გარკვეული სირთულეები მომწოდებლებთან, დისტრიბუტორებთან, იმ თვალსაზრისით, რომ ის კონტროლი, რომელიც მათ ჰქონდათ ბაზარზე, შემცირდა იმდენად, რამდენადაც, ერთი მხრივ, იყო არაორგანიზებული ბაზარი, სადაც, არანაირი პრომოები, აქციების და პროდუქციის არანაირი ორგანიზებულობა, გარკვეულწილად ლეგალურობა და ტრანსფარენტულობა არ იყო. მეორე მხრივ, ჩვენ შევთავაზეთ, რომ ეს ბიზნესი გაგვეხადა ტრანსფარენტული და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის,“ – აღნიშნა დავით ქარქაშაძემ.

მისივე თქმით, „რიბეითი“ არ იწვევს პროდუქციის გაძვირებას, ვინაიდან, ეს არის საცალო ქსელის ოპერატორისთვის შესაძლებლობა, რომ შეძლოს ფასის ოპტიმიზაცია.

„ის „რიბეითები“, რომლებსაც ხშირად ახსენებთ, არ იწვევს პროდუქციის გაძვირებას. ეს „რიბეითები“ არის „რითეილისთვის“, რომ „რითეილემა“ მაქსიმალურად შეძლოს მისი საშუალებით ფასის ოპტიმიზაცია და თაროზე იმ ფასის დასმა პრომოების, აქციების დროს – და გარკვეულწილად არსებობს პროდუქციის კატეგორია, რომელიც მუდმივად დაბალ ფასშია და მე უკევ აღვნიშნე ისინი, საუბარია ულტრა-სენსიტიურ და სენსიტიურ პროდუქციაზე, მათ აქციებიც კი არ ეხება, იმდენად დაბალია მათი საწყისიო ღირებულება თაროზე, მათი ქვემოთ ჩასვლის საშუალება „რითეილეს“ უკვე აღარ აქვს,“ – განაცხადა ქარქაშაძემ.

„კარფურის“ გენერალური დირექტორი: დისტრიბუტორის მომგებიანობის მარჟა ჯერ კიდევ ორჯერ მეტია, ვიდრე „რითეილერის“- ეს არ არის ჯანმრთელი ციფრი, რამდენადაც, ღირებულებით ჯაჭვში მყოფ რგოლს, რომელიც ქმნის ყველაზე დიდ ღირებულებას, ყველაზე დაბალი მომგებიანობის მარჟა აქვს

ჩვენი მხრიდან მთავარი წნეხი არის თაროს ფასზე და შესაბამისად, ყველა ის პრომო, აქცია, რომელიც იგეგმება, არის მაქსიმალური რესურსის გამოყოფა, რომ ეს პროდუქცია ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი მომხმარებლებისთვის,  – განაცხადა „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ქარქაშაძემ.

მან აღნიშნა, რომ „რითეილერის“ მოგების მარჟასთან შედარებით, დისტრიბუტორის მომგებიანობა ჯერ კიდევ ორჯერ მეტია, რაც ჯანსაღი ციფრი არ არის.  

„ამ მხრივ, ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის, ყველაზე დიდი დანახარჯები, როგორც კაპიტალური, ისე საოპერაციო, აქვს „რითეილერს“ და მწარმოებელს.  დისტრიბუტორი არის შუალედური რგოლი, რომელიც ახორციელებს სერვისს, რათა დააკავშიროს მწარმოებელი „რითეილერთან“. როდესაც ჩვენ ბაზარზე შემოვედით, დისტრიბუტორის მომგებიანობის მარჟა 12-13% იყო, დღეს დაიწყია და სადღაც 8%-მდე არის, თუმცა, ჯერ კიდევ ორჯერ მეტია, ვიდრე „რითეილერის“ მომგებიანობის მარჟა. მე ახლა არ ვსაუბრობ კონკრეტულად „კარფურზე“, ვსაუბრობ ზოგადად ინდუსტრიაზე. ეს, გარკვეულწილად, არ არის ჯანმრთელი ციფრი, რამდენადაც, შეუძლებელია, ღირებულებით ჯაჭვში მყოფ რგოლს, რომელიც ქმნის ყველაზე დიდ ღირებულებას და ყველაზე დიდი რისკი აქვს ბიზნესის შექმნასთან მიმართებით, აქვს ყველაზე დაბალი მომგებიანობის მარჟა,“ – განაცხადა ქარქაშაძემ.

როგორც მან განმარტა, კლასიკურ მოდელებში, ფასწარმოქმნის სქემა აცდენილია საქართველოში არსებულ ვითარებას.

„თუ გადავხედავთ კლასიკურ მოდელს, ფასწარმოქმნის სქემაში, მომწოდებელს, მწარმოებელს სისტემაში უნდა ჰქონდეს 50%-მდე მთელი მოგების, „რითეილერს“ უნდა ჰქონდეს 45%-მდე და დისტრიბუტორს, როგორც დამაკავშირებელ რგოლს, კლასიკურ მოდელებში აქვს სადღაც 5%-მდე. ჩვენს შემთხვევაში, ეს აბსოლუტურად აცდენილია განვითარებული ქვეყნების მაგალითს, მაგრამ, ეტაპობრივად, ყოველწლიურად, ევოლუცია ამისკენ მიდის, რომ განაწილება ამ შემოსავლის მოგების, მიდის ამ მიმართულებით,“ – განაცხადა დავით ქარქაშაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება