ლოტკინის დასახლებაში, უსაფრთხოების მიზნით, საყრდენი კედელი ეწყობა

ნაძალადევის გამგეობა რაიონში, უსაფრთხოების მიზნით, კიდევ ერთ საყრდენკედელს აწყობს.როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტისმთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ლოტკინის ხევის ქუჩის N40-თან მიმდინარეინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 300 000 ლარიაგათვალისწინებული.„ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა გრძელდება.ამჯერად, საყრდენი კედელი ლოტკინის დასახლებაში, ლოტკინის ხევის ქუჩის N40-თან ეწყობა. არმირების სამუშაოები უკვე შესრულდა, ახლა კი ბეტონის ჩასხმისპროცესი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 20 მეტრი სიგრძისა და ხუთიმეტრი სიმაღლის კედელი მოეწყობა და დამონტაჟდება ლითონის უსაფრთხოებისმოაჯირი. ასევე, მოეწყობა საერთო სარგებლობის კიბე. ძალიან მნიშვნელოვანია,რომ ადგილობრივი მცხოვრებლები უსაფრთხოდ იყვნენ და არანაირი პრობლემა არიყოს. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის გამგეობის ბიუჯეტში300 000 ლარია გათვალისწინებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება