ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში, 15-მდე უსახური ავტოფარეხისა და უკანონონაგებობის ადგილზე, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისისმერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზეგანაცხადა.მისივე განმარტებით, ავტოფარეხებისა და უკანონო ნაგებობების დემონტაჟიადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით განხორციელდა.„მწვანე სივრცის მოწყობის სამუშაოები ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის მეორერიგის N2-N3 კორპუსების მიმდებარედ, 3 200 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს.პროექტის ფარგლებში, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცე და პავილიონი, ასევე,ბავშვთა გასართობი ადგილი. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავისისტემები, სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. ტერიტორია აღიჭურვება შესაფერისიინვენტარით“, – განაცხადა კახა კალაძემ.