გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე, N6 საცხოვრებელი კორპუსისა და N119საჯარო სკოლის მიმდებარედ, მეწყერსაშიშ ზონაში ფერდის გამაგრება დაიწყო.ამჟამად მიმდინარეობს გრუნტის დატერასება, სადაც 40 მეტრი სიგრძის ხიმინჯოვანი კედელი მოეწყობა.აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული გეოლოგიური მდგომარეობის შეფასებისშედეგად დადგინდა, რომ აუცილებელია გადაუდებელი საპრევენციოღონისძიებების განხორციელება, რათა თავიდან იქნას აცილებული მიწის ჩამოშლითგამოწვეული საფრთხეები.სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლიბენდელიანთან ერთად გაეცნო.„ლიბანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყრული არეალი მუშავდება.აღნიშნული სივრცე, რომელიც, პირველ რიგში, ძალიან დიდ პრობლემას უქმნიდა აქმცხოვრებ ადამიანებს, სრულად მოსაწესრიგებელია. სამუშაოების ფარგლებში,მოეწყობა სადრენაჟე ქსელი, ბოლოს კი, სკოლის მიმდებარედ აშენდება 40 მეტრისიგრძის ხიმინჯოვანი კედელი, რაც აღნიშნულ ტერიტორიას მთლიანადუსაფრთხოს გახდის. დაახლოებით, 4-5 თვე დასჭირდება სამუშაოებისშესრულებას. მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურაც, რაც დღეისთვისპრობლემას წარმოადგენს. საავტომობილო გზა რამდენჯერმე შეკეთდა, თუმცამეწყრული არეალიდან გამომდინარე, კვლავ დაზიანებულია. საზოგადოებრივტრანსპორტსაც უჭირს გადაადგილება. პროექტის დასრულების შემდეგ ესყველაფერი მოწესრიგდება და გამოსწორდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.პროექტის ფარგლებში, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების მართვის მიზნით,სადრენაჟე ქსელთან ერთად იგეგმება რკინაბეტონის კიუვეტის მოწყობა, რაცმნიშვნელოვნად შეამცირებს მეწყრული პროცესების ერთ-ერთ მთავარ გამომწვევფაქტორს.სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც ორ მილიონ ლარს შეადგენს, თბილისის მერიისინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების
საქალაქო სამსახურის უფროსი გია აბუთიძე, გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე იმყოფებოდნენ.
